ფეხბურთი

11:03 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა: "სანამ მწვრთნელი ტედესკოა, ბელგიის ნაკრებში არ ვითამაშებ"

მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში არ ითამაშებს, სანამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დომენიკო ტედესკო იმუშავებს.

„ძალიან ღრმა ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეროვნულ ნაკრებში არ დავბრუნდები, სანამ მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო იქნება“, - თქვა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუას დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. კურტუა ბელგიის ნაკრების წევრი 2011 წლიდან იყო და ამ პერიოდში 102 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117723