ფეხბურთი

17:57 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ფეხბურთელი თუ 4 ევრო ღირს, პსჟ-ს 400 ევროს უფასებენ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის კმაყოფილია გუნდის შემადგენლობით და ისიც ახსენა, რომ პსჟ-ს ფეხბურთელებს უფრო ძვირს უფასებენ, ვიდრე ისინი რეალურად ფასობენ.

„სატრანსფერო ბაზარზე არანაირი პრიორიტეტი არ გვაქვს. ძლიერი გუნდი გვყავს და ველოდებით, იქნება თუ არა შესაძლებლობები, მაგრამ არანაირი ზეწოლა ამ საკითხზე არ არსებობს. არ გვინდა ფეხბურთელებში ზედმეტი თანხის გადახდა, იმიტომ, რომ ეს ფეხბურთელს ზეწოლას უმატებს. ვნახოთ, რა მოხდება. როდესაც პსჟ-ს ფეხბურთელი სურს, რომელიც 4 ევრო ღირს, 400 ევროს უფასებენ.

ახალგაზრდებს აქვთ სათამაშო დრო, თუ უმსახურებენ. ჩვენი მენტალიტეტია გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ყოლა, მაგრამ ასევე გამოცდილების. მნიშვნელოვანია კარგი გუნდის შექმნა, განურჩევლად იმისა, ბევრი თუ ცოტა ახალგაზრდა გვეყოლება.

სამწუხაროდ, გონსალო რამოში ტრავმირებულია. სამწუხაროა, მაგრამ არაფერს ცვლის: კარგი გუნდი გვყავს. მე და ლუიშ კამპოსი ყოველთვის მზად ვართ გუნდის გასაუმჯობესებლად სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე, მაგრამ ვიმეორებ, ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელების პოვნა, რომლებიც ჩვენს შემადგენლობას გააძლიერებენ, ძალიან რთულია“, - თქვა ლუის ენრიკემ.

0.115981