ფეხბურთი

23:52 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია მამა გახდა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შვილი შეეძინა.

23 წლის ფეხბურთელი კლუბმა საქართველოში გამოუშვა, რათა შვილის დაბადებას დასწრებოდა. ახალშობილს სახელად დამიანე დაარქვეს.

ხვიჩას შვილის შეძენა „ნაპოლიმ“ ოფიციალური განცხადებითაც მიულოცა: „მთელი კლუბის სახელით ვულოცავთ დედა ნიცას და მამა ხვიჩას პატარა დამიანეს დაბადებას“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ ტურში მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ 25 აგვისტოს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ მისი თამაში ეჭვქვეშ არ დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107314