ფეხბურთი

21:19 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ფრანგი მცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანიდან“ ფრანგი მცველი პიერ კალულუ ინათხოვრა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კალულუ „იუვეს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 3.3 მილიონი ევროა, ხოლო გაისად მისი გამოსყიდვა 14 მილიონის და პლუს 3 მილიონის ბონუსის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, თუ ტურინელები ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტენ. გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან „მილანს“ 10% ერგება.

24 წლის პიერ კალულუ „ლიონის“ აღზრდილია, სადაც გიორგი მიქაუტაძესთან ერთად თამაშობდა. „მილანს“ ის 2020 წელს შეუერთდა და 112 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113211