ფეხბურთი

18:03 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

„ნაპოლიმ“ ლისაბონის „ბენფიკადან“ ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერეში დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნერეშმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. „ბენფიკამ“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო მიიღო.

დავიდ ნერეშს აქამდე „სან პაულუში“, „აიაქსსა“ და „შახტარში“ უთამაშია, ხოლო „ბენფიკას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116194