ფეხბურთი

22:55 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლიში" კვარაცხელიას ტრავმაც უცნაურია"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა ვილიოტიმ „ნაპოლიში“ შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისთვის ასევე უცნაურია „ვერონასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაც, რადგან ანტონიო კონტეს და კლუბის მიერ გავრცელებული ცნობები ტრავმასთან დაკავშირებით სხვადასხვა იყო.

„კვარაცხელიას ტრავმის საკითხიც კი უცნაურია, რადგან კონტემ ილაპარაკა თავის პრობლემაზე და კლუბი საუბრობდა კუნთების გადაღლილობაზე“, - თქვა ვილიოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ვერონასთან“ მატჩში პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120268