ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებში ალვარო მორატა მეუღლეს, ალისა კამპელოს, „მილანში“ გადასვლის სურვილის გამო დაშორდა.
მანამდე 31 წლის ფორვარდი „ატლეტიკოდან“ ოფიციალურად გადავიდა „მილანში.“
მოგვიანებით მედია წერდა, რომ დაშორების ნამდვილი მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა.
„განადგურებული ვარ, მაგრამ ვფიცავ, არასდროს მიღალატია. ის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალია ჩემს ცხოვრებაში. ალისას სურდა ესპანეთში დარჩენა, მას არ სურდა სხვაგან წასვლა“, - განუცხადა მორატამ Gazzetta dello Sport-ს.
საინტერესოა, რომ მორატას მკლავზე კამპელოს სახე აქვს ამოტვიფრული. წყვილი 2017 წელს დაქორწინდა.
„მილანმა“ 31 წლის ესპანელის შეძენის შესახებ ივლისში გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს 2028 წლის 30 ივლისამდე.