ფეხბურთი

20:35 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "ოსიმენის პოზიცია ნათელია, ვეცდებით, გამოსავალი მოვძებნოთ"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. ნიგერიელი ფეხბურთელი გუნდშია, მაგრამ არც პრესეზონზე და არც ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

ოსიმენს გუნდის დატოვება სურს, მაგრამ „ნაპოლიმ“ ჯერ მასთან დაკავშირებით სასურველი წინადადება ვერ მიიღო.

„ვიქტორი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელია. მისი სურვილი ჩვენთვის გასაგებია, გვინდოდა გუნდის მთლიანობა შეგვენარჩუნებინა და ერთობლივი არჩევანი გავაკეთეთ. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. მის გარემოცვასთან ერთად ვმუშაობთ საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად. მას კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აქვს და თუ 30 აგვისტომდე გამოსავალი არ მოიძებნა, ბიჭს ისევ დაველაპარაკებით“, - აღნიშნა მანამ.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურება. ოსიმენს ამ პერიოდში ექნება შანსი, რომ გუნდი შეიცვალოს, თუ არადა, ისევ „ნაპოლიში“ დარჩენა მოუწევს.

0.123486