ინგლისის ჩემპიონშიფის ვერსიით მეორე ტურის სიმბოლურში „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.
„სტოკ სიტისთან“ შეხვედრაში გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. შედეგად, ტურის საუკეთესო 11-ეულშიც ერგო ადგილი.
ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში.
„უოტფორდი“ 6 ქულით ლიდერია „ბარნლისა“ და „სანდერლენდთან“ ერთად, 24 აგვისტოს კი, „დერბის“ უმასპინძლებს.