ბერგამოს „ატალანტამ“ „უდინეზედან“ სერბი შემტევი ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
22 წლის ფეხბურთელი ბერგამოელებს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომლის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება.
ლაზარ სამარჯიჩის კარიერა „ჰერტაში“ დაიწყო, შემდეგ „ლაიფციგში“ ითამაშა, ხოლო 2021 წლიდან „უდინეზეს“ რიგებში 98 შეხვედრაში თავი 13 გოლით გამოიჩინა.