ფეხბურთი

21:44 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანება სერია A-ს პირველ ტურში

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ ტურში დაზიანება მიიღო. „ვერონას“ და „ნაპოლის“ მატჩის პირველ ტაიმში მას თავში ჩაარტყეს და ექიმების დახმარება დასჭირდა.

კვარამ სცადა თამაშის გაგრძელება და პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც შეეძლო, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მცველმა მისი დარტყმა ბოლო მომენტში დაბლოკა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ კვარას თავბრუ დაეხვა, ექიმებმა კი, პირველადი შემოწმების შემდეგ ცვლილება მოითხოვეს.

ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს არ არის სერიოზული ტრავმა, ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა.

0.113799