„ულსანში“ გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა 27-ე ტურში „სუვონის“ წინააღმდეგ ითამაშა.
არაბიძე მოედანზე 73-ე წუთზე შეუშვეს, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა და თამაში ასეც დასრულდა. მოგეხსენებათ, არაბიძე სამხრეთკორეულ გუნდს დაახლოებით 3 კვირის წინ შეუერთდა.
„ულსანი“ K ლიგაში 27 ტურის შემდეგ 45 ქულით მესამე პოზიციაზეა, 25 აგვისტოს კი, ბექა მიქელთაძის „გვანჯუს“ დაუპირისპირდება.