ბერგამოს „ატალანტა“ „უდინეზედან“ ლაზარ სამარჯიჩს დაიმატებს. შეთანხმება მიღწეულია და 22 წლის სერბი შემტევი სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სამარჯიჩის სანაცვლოდ უდინელები 20 მილიონ ევროს მიიღებენ, ფეხბურთელი კი, „ატალანტასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლაზარ სამარჯიჩის კარიერა „ჰერტაში“ დაიწყო, შემდეგ „ლაიფციგში“ ითამაშა, ხოლო 2021 წლიდან „უდინეზეს“ რიგებში 98 შეხვედრაში თავი 13 გოლით გამოიჩინა.