ფეხბურთი

12:46 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ბრაზილიელ შემტევს იმატებს, სამედიცინო შემოწმება ჩანიშნულია

„ნაპოლი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დავიდ ნერეშის ტრანსფერზე საბოლოოდ მოურიგდა. იტალიური მედიის ცნობით, ბრაზილიელი შემტევი „აძურიში“ სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს, 19 აგვისტოს გაივლის.

„ბენფიკა“ ბონუსების ჩათვლით 30 მილიონ ევროს მიიღებს, რის შემდგომაც ნერეში „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდება. მას მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე შეტევაში თამაში შეუძლია.

დავიდ ნერეშს აქამდე „სან პაულუში“, „აიაქსსა“ და „შახტარში“ უთამაშია, ხოლო „ბენფიკას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130017