ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „კლაგენფურტი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 71-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ეს კიტეიშვილის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში, ოფიციალურ მატჩებში, თორემ იქამდე, „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა ამხანაგურ შეხვედრაში.
„შტურმი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 აგვისტოს, „ალტახს“ უმასპინძლებს.