ფეხბურთი

18:44 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" იუსუფ ფოფანა დაიმატა

„მილანმა“ საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი იუსუფ ფოფანა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფოფანას სანაცვლოდ იტალიელებმა „მონაკოს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს და ფეხბურთელს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუფორმეს.

იუსუფ ფოფანამ კარიერა „სტრასბურში“ დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან „მონაკოს“ მაისურით 175 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, საფრანგეთის ნაკრებში კი, 21 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112177