ინგლისის პრემიერლიგის 2024-2025 წლების სეზონი დაიწყო. პირველი ტურის პირველი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ფულჰემს“ შორის შედგა, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, მაგრამ ჯოშუა ზირკზემ სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა თავის გამოჩენა და თანაც, 3 ქულის მომტანი გოლი მიითვალა.
ნიდერლანდელმა ფორვარდმა 87-ე წუთზე დალაშქრა ლონდონური გუნდის კარი და „იუნაიტედმა“ სეზონი რთულად, მაგრამ რაც მთავარია, გამარჯვებით დაიწყო.
მეორე ტურში „მანჩესტერის“ მეტოქე „ბრაიტონი“ იქნება, ხოლო „ფულჰემი“ „ლესტერ სიტის“ ეთამაშება.