ფეხბურთი

19:45 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონადან" ტიაგო ალკანტარა წავიდა

„ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბი ტიაგო ალკანტარამ დატოვა. მან კლუბში ზუსტად ერთი თვე იმუშავა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ალკანტარას გადაწყვეტილების მიზეზი კონფლიქტი არ ყოფილა, არამედ მას მეტი დროის დათმობა სამწვრთნელო ლიცენზიის აღებაზე სურს.

ტიაგო ალკანტარამ საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა და ჰანსი ფლიკის შტაბს 17 ივლისს შეუერთდა, მაგრამ მისი ეს გამოცდილება ხანმოკლე გამოდგა.

„ბარსელონა“ ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125115