ფეხბურთი

16:55 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

შერდან შაჩირი "ბაზელში" დაბრუნდა

ვეტერანი შვეიცარიელი ფეხბურთელი შერდან შაჩირი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ბაზელში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

შაჩირი ბოლოს „ჩიკაგოში“ თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო მანამდე „ლიონის“, „ლივერპულის“, „სტოკ სიტის“, „ინტერის“ და „ბაიერნის“ წევრი იყო, ხოლო „ბაზელში“ 2009-2012 წლებში 130 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ბაზელში“ ქართველი ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა თამაშობს.

0.12541