ესპანეთის ლა ლიგის 2024-2025 წლების სეზონი დაიწყო. პირველი მატჩი „სან მამესზე“ გაიმართა, სადაც „ბილბაომ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა.
სეზონის პირველი გოლი ოიჰან სანსეტის აქტივშია, რომელმაც 27-ე წუთზე ბასკები დააწინაურა. თუმცა, 64-ე წუთზე კრისანტუს უჩემ მოახერხა გათანაბრება და მადრიდელებმა ქულა მოიპოვეს - 1:1.
ანალოგიური ანგარიშით დასრულდა პირველი ტურის მეორე მატჩიც. „ბეტისი“ მეექვსე წუთიდან ამარცხებდა „ჟირონას“ მარკ ბარტრას გოლით, მაგრამ კატალონიელებმა მეორე ნახევარში გაბრიელ მისეუის გოლით გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს.
აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის პირველ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ 17 აგვისტოს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.