„მილანი“ „მონაკოს“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ იუსუფ ფოფანას დაიმატებს.
მხარეები ტრანსფერზე შეთანხმდნენ და უახლოეს 24 საათში 25 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „მონაკო“ 25 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრანგი „როსონერისთან“ 4+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
იუსუფ ფოფანამ კარიერა „სტრასბურში“ დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან „მონაკოს“ მაისურით 175 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, საფრანგეთის ნაკრებში კი, 21 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.