ფეხბურთი

17:05 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილი გამოცდილი და ლიგა 1-ის დონის ფეხბურთელია"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ ზურიკო დავითაშვილი შეაქო და აღნიშნა, რომ ქართველი ლიგა 1-ის დონის შესაბამისი ფეხბურთელია.

„ზურიკო დავითაშვილი გაიცნობს ლიგა 1-ს, უფრო მაღალი მოთხოვნებით და შეზღუდული სივრცეებით. ამიტომ, მას დასჭირდება დონის ამაღლება, როგორც ამას საქართველოს ნაკრებში აკეთებს. მიუხედავად მცირე ასაკისა, მას უკვე აქვს გამოცდილება და უნარი, რომ ლიგა 1-ის კარგი ფეხბურთელი გახდეს. ჩემი აზრით, ის ლიგა 1-ის შესაფერისი ფეხბურთელია“, - თქვა დალ’ოლიომ.

შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.442059