„მეცსა“ და „ლიონს“ შორის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე პრობლემა წარმოიშვა. L’Equipe-ს ინფორმაციით, „მეცი“ „ლიონს“ სასამართლოში უჩივის.
მიზეზი ტრანსფერზე შეთანხმების დარღვევაა: „ლიონმა“ გიორგი 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, პლუს 4.5 მილიონი ევროს ბონუსებით და ეს თანხა ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს.
პირველი შენატანი 1-ელ აგვისტოს 8 მილიონი ევრო იყო, მაგრამ „მეცის“ ანგარიშზე მხოლოდ 3 მილიონი ევრო აისახა, თანაც 10 დღის დაგვიანებით, რაც კლუბებს შორის დავის მიზეზი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. „ლიონი“ ახალ სეზონს 18 აგვისტოს, „რენთან“ საგარეო შეხვედრით დაიწყებს.