ფეხბურთი

18:57 | 14.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნიმ "იუვენტუსი" დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ და ვოიცეხ შჩესნიმ კონტრაქტი გაწყვიტეს, ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა.

შჩესნი კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე დააყენა, რისი მიზეზიც 34 წლის კიპერის ძალიან მაღალი ხელფასიც გახდა, ის სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. საბოლოოდ, მხარეები თანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ტურინელებმა მიმდინარე ზაფხულს მიკელე დი გრეგორიო იყიდეს, რომელიც გუნდის პირველი მეკარე იქნება, მეორე მეკარის ფუნქციას კი, ისევ მატია პერინი შეასრულებს. ამიტომ, გუნდში გამოცდილი პოლონელის ადგილი აღარ დარჩა.

შჩესნი თავისუფალი აგენტი გახდა და თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მას „მონცას“, არაბულ და ამერიკულ კლუბებს უკავშირებენ. ვოიცეხ შჩესნიმ „იუვენტუსში“ 2017-2024 წლებში 252 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე პოლონელი „რომას“, „არსენალის“ და „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავდა.

0.12116