აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. „შანდონ ტაიშანის“ ქართველმა შემტევმა ტაილანდურ „ბანგკოკ იუნაიტედთან“ მოახერხა თავის გამოჩენა.
მან 43-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 1:1 გახადა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც ჩინურმა კლუბმა 4:3 მოიგო და ვაკომ თავისი პენალტი სერიაშიც გაიტანა.
ამ გამარჯვებით „შანდონ ტაიშანმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.