ფეხბურთი

0:52 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" გამპერის თასზე "მონაკოსთან" განადგურდა

„ბარსელონამ“ სეზონის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ტრადიციულად, გამპერის თასი გაათამაშა.

ჰანსი ფლიკის გუნდმა ტროფეო გამპერი ამჯერად „მონაკოსთან“ გაითამაშა და მარცხი განიცადა - 0:3. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში ლამინ კამარამ გახსნა, შემდეგ ემბოლომ გაიტანა, ხოლო საბოლოო შედეგი მავისა ელებიმ დააფიქსირა.

ცხადია, მიუხედავად გამპერის თასისა, ეს მატჩი საზომად ვერ გამოდგება, თუმცა, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ასეთი მარცხი სასიამოვნო არ არის.

„ბარსელონა“ ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ უმასპინძლებს, ხოლო „მონაკო“ ლიგა 1-ს ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენთან“ მატჩით დაიწყებს.

თეგებიბარსელონა
0.116351