„მილანმა“ „ტოტენჰემიდან“ ბრაზილიელი მცველი, ემერსონ როიალი დაიმატა, რომელმაც კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
ემერსონმა ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ერთი წლის განახლების ვარიანტით და „როსონერის“ ღირსებას 22-ნომრიანი მაისურით დაიცავს. „ტოტენჰემმა“ 15 მილიონი ევრო მიიღო.
ემერსონის კარიერა „პონტე პრეტაში“ დაიწყო, შემდეგ „ატლეტიკო მინეიროში“, „ბეტისსა“ და „ბარსელონაში“ ითამაშა, ხოლო 2021 წლიდან „ტოტენჰემში“ 101 თამაშში 4 გოლი გაიტანა.