ფეხბურთი

16:47 | 12.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" "მილანის" მცველის დამატება სურს

ტურინის „იუვენტუსს“ „მილანის“ მცველის პიერ კალულუს შეძენა სურს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ფრანგმა მცველმა უკვე განაცხადა ტურინელთა რიგებში გადასვლაზე, ახლა კლუბები უნდა შეთანხმდნენ. „იუვე“ „მილანს“ იჯარაში 3 მილიონ ევროს და 14 მილიონად გამოსყიდვის ვარიანტს სთავაზობს.

პიერ კალულუ „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც გიორგი მიქაუტაძესთან ერთად თამაშობდა. ფრანგული გუნდიდან ის „მილანს“ შეუერთდა, გასულ სეზონში კი, მხოლოდ 11 თამაში ჩაატარა.

0.112349