სხვა

10:28 | 12.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთვის საუკეთესო ოლიმპიადა: ყველა მედალოსანი და შედეგები 1996 წლიდან დღემდე

პარიზის, ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები უკვე წარსულის კუთვნილებაა. ოლიმპიადა, რომელიც საქართველოსთვის თითქოს რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო საშეჯიბრო დღეები ძალზე შედეგიანი გამოდგა.

შედეგად: მას შემდეგ, რაც საქართველო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით გამოდის, პარიზის ოლიმპიური თამაშები ყველაზე წარმატებული იყო. საუბარია მედლების ხარისხზე - 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

3 ოქრო საქართველოს აქამდე მხოლოდ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე ჰქონდა. მაგრამ მაშინდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტია ვერცხლის მედლების რაოდენობა - 3. მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე უპირატესობა ხარისხს ენიჭება და არა რაოდენობას, თორემ რაოდენობრივად, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაა სარეკორდო - 8 მედლით (2 ოქრო).

საქართველოს პარიზში გაუხდა 3-გზის (ლაშა ტალახაძე) და 2-გზის (ლაშა ბექაური) ოლიმპიური ჩემპიონები. მათ გარდა, არც ერთ სხვა ქართველს დამოუკიდებლობის პერიოდში ერთზე მეტი ოქროს მედალი არ აქვს.

1996 წლიდან, როცა საქართველო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი სახელით პირველად გამოვიდა, სულ 47 მედალი მოიპოვა, აქედან 13 ოქროს მედალია, 15 ვერცხლის და 19 ბრინჯაოს. თუ ტალახაძე სამჯერ გახდა ჩემპიონი და ბექაური ორჯერ, ლაშა შავდათუაშვილი და გენო პეტრიაშვილი არიან სპორტსმენები, რომლებსაც სამი მედალი აქვთ, თანაც სამივე სინჯის (იგივე შედეგი აქვს ნინო სალუქვაძეს, თუმცა 2 მედალი მან საბჭოთა კავშირის სახელით მოიპოვა). ერთზე მეტი მედალი ასევე აქვთ ლადო ხინჩეგაშვილს (ოქრო-ვერცხლი), გიორგი ასანიძეს (ოქრო-ბრინჯაო), გიორგი გოგშელიძეს (ვერცხლი-ბრინჯაო) და ელდარ კურტანიძეს (ორივე ბრინჯაო).

საქართველოს შედეგები ოლიმპიადაზე:

1996 წელი (ატლანტა) – 2 მედალი (2 ბრინჯაო)

2000 წელი (სიდნეი) – 6 მედალი (6 ბრინჯაო)

2004 წელი (ათენი) – 4 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი)

2008 წელი (პეკინი) – 7 მედალი (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)

2012 წელი (ლონდონი) – 6 მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

2016 წელი (რიო) – 7 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)

2020 წელი (ტოკიო) – 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

2024 წელი (პარიზი) – 7 მედალი (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

ხსენებული 47 მედალი 5 სახეობაზე ნაწილდება: ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, სროლა და კრივი. ჭიდაობაში ორ დისციპლინაზე - ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილი:

ძიუდო - 15 მედალი (5 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

ჭიდაობა - 21 მედალი (4 ოქრო, 7 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)

ძალოსნობა - 8 მედალი (4 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

კრივი - 2 მედალი (2 ბრინჯაო)

ტყვიის სროლა - 1 მედალი (1 ბრინჯაო)

დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ყველა მედალოსანი საქართველოს ისტორიაში:

ლაშა ტალახაძე - 3 მედალი (3 ოქრო)

ლაშა ბექაური - 2 მედალი (2 ოქრო)

ლაშა შავდათუაშვილი - 3 მედალი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

გენო პეტრიაშვილი - 3 მედალი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

ლადო ხინჩეგაშვილი - 2 მედალი (1 ოქრო, 1 ვერცხლი)

გიორგი ასანიძე - 2 მედალი (1 ოქრო, 1 ბრინჯაო)

ზურაბ ზვიადაური - 1 მედალი (ოქრო)

ირაკლი ცირეკიძე - 1 მედალი (ოქრო)

რევაზ მინდორაშვილი - 1 მედალი (ოქრო)

მანუჩარ კვირკველია - 1 მედალი (ოქრო)

გიორგი გოგშელიძე - 2 მედალი (1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

გურამ თუშიშვილი - 1 მედალი (ვერცხლი)

ტატო გრიგალაშვილი - 1 მედალი (ვერცხლი)

ნესტორ ხერგიანი - 1 მედალი (ვერცხლი)

რამაზ ნოზაძე - 1 მედალი (ვერცხლი)

არსენ კასაბიევი - 1 მედალი (ვერცხლი)

რევაზ ლაშხი - 1 მედალი (ვერცხლი)

ვარლამ ლიპარტელიანი - 1 მედალი (ვერცხლი)

ვაჟა მარგველაშვილი - 1 მედალი (ვერცხლი)

იაკობ ქაჯაია - 1 მედალი (ვერცხლი)

ილია სულამანიძე - 1 მედალი (ვერცხლი)

გივი მაჭარაშვილი - 1 მედალი (ვერცხლი)

ლუკა კურტანიძე - 2 მედალი (2 ბრინჯაო)

ანტონ პლესნოი - 1 მედალი (ბრინჯაო)

შმაგი ბოლქვაძე - 1 მედალი (ბრინჯაო)

ირაკლი თურმანიძე - 1 მედალი (ბრინჯაო)

მანუჩარ ცხადაია - 1 მედალი (ბრინჯაო)

დათო მარსაგიშვილი - 1 მედალი (ბრინჯაო)

ნინო სალუქვაძე - 1 მედალი (ბრინჯაო)

ოთარ თუშიშვილი - 1 მედალი (ბრინჯაო)

სოსო ლიპარტელიანი - 1 მედალი (ბრინჯაო)

გიორგი ვაზაგაშვილი - 1 მედალი (ბრინჯაო)

ვლადიმერ ჭანტურია - 1 მედალი (ბრინჯაო)

აკაკი ჩაჩუა - 1 მედალი (ბრინჯაო)

მუხრან ვახტანგაძე - 1 მედალი (ბრინჯაო)

ლაშა გურული - 1 მედალი (ბრინჯაო)

0.105022