სხვა

0:43 | 12.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიადა დაიხურა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე ოფიციალურად, საზეიმოდ დაიხურა.

დახურვის ცერემონიაში სპორტსმენები მონაწილეობდნენ, მათ შორის, საქართველოს დელეგაციაც. ჩვენი ქვეყნის მედროშე გენო პეტრიაშვილი იყო: ახლა უკვე ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალს ფლობს.

2024 წლის ოლიმპიადა საქართველოსთვის ისტორიაში, დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე წარმატებული გამოდგა, რის შედეგადაც მედლების ჩათვლაში ჩვენი დელეგაცია 24-ე ადგილზე გავიდა.

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა.

0.116519