სხვა

16:26 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებმა ფრენბურთში ოლიმპიადა ისტორიაში პირველად მოიგო

იტალიის ქალთა ნაკრები ფრენბურთში ოლიმპიური ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ხულიო ველასკოს გუნდმა, რომელმაც პარიზში პირველად შეძლო ოლიმპიადაზე მეოთხედფინალური ბარიერის დაძლევა, პირველივე ცდაზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიგო.

ფინალში იტალიამ აშშ-ს ნაკრები უბრალოდ უშანსოდ დატოვა, სამივე სეტში იტალიელი გოგონების თამაში დომინანტური იყო - 25:18, 25:20, 25:17. მთელი ტურნირის განმავლობაში იტალია უბადლო იყო.

იტალიის ნაკრებმა ოლიმპიადაზე ყველა მატჩი მოიგო, უფრო მეტიც, მთელ ოლიმპიადაზე ერთი სეტი წააგო, ისიც პირველი ტურის შეხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ ფრენბურთი იტალიაში ფეხბურთის მერე ყველაზე პოპულარული სახეობაა, მაგრამ ეს მათი პირველი ოქროა ოლიმპიადაზე, როგორც ქალებში, ისე კაცებში. ეს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აქვთ მოგებული მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები, ხოლო ვაჟები ოლიმპიადაზე 3-3-ჯერ ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელები არიან.

ქალთა შორის ბრინჯაოს მედალი ბრაზილიამ მოიპოვა, რომელმაც თურქეთი 3:1 დაამარცხა, ხოლო კაცებში გუშინ გათამაშდა ოქრო, რომელიც საფრანგეთმა მოიგო, ვერცხლს პოლონეთი დასჯერდა, ბრინჯაოს ამერიკა, რომელმაც იტალიის ვაჟთა ნაკრებს აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120416