ფეხბურთი

14:47 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" და "მანჩესტერი" დე ლიხტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მატეის დე ლიხტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინფორმაცია მალე უნდა გაოფიციალურდეს. ინგლისელები „ბაიერნს“ 45 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს ერთი წლით განახლების ვარიანტით.

მატეის დე ლიხტი „ბაიერნში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 73 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე ის „აიაქსის“ და „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

დე ლიხტი „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ძალიან კარგად იცნობს, რადგან „აიაქსში“ სწორედ მისი ხელმძღვანელობით თამაშობდა.

0.103522