ფრენბურთში (ვაჟები) საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ანდრეა ჯანის გუნდმა ფინალში პოლონეთის ნაკრები ძალიან დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. ფრანგებმა პირველი-ორი სეტი ადვილად მოიგეს (25:19, 25:20), მესამე სეტში ბრძოლა იყო, მაგრამ ისევ მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა (25:23).
აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედალი აშშ-მ მოიპოვა, რომელმაც გუშინ იტალია მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 3:0 დაამარცხა.
დღეს, თბილისის დროით 19:15 საათზე ქალთა შორის ბრინჯაოს მედალი გათამაშდება ბრაზილიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის, ხოლო 11 აგვისტოს, 15:00 საათზე ქალთა ფინალში იტალია და აშშ დაუპირისპირდებიან.