სხვა

15:45 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძემ ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა, რომელიც მედლის გარეშე დარჩა.

ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (171, 176 და ბოლოს 179 კგ დააფიქსირა), ხოლო აკვრაში 214 კგ მეორე ცდაზე დაძლია, ხოლო მესამე ცდაზე 224 კგ ვერ ასწია, არადა, ამ წონის დაფიქსირებით ის ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა. საბოლოოდ, ჩხეიძე ორჭიდში მოგროვილი 393 კგ-ით 13 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა.

ოლიმპიური ჩემპიონი ჩინელი ჰუანჰუა ლიუ გახდა, რომელმაც ჯამში 406 კგ დააფიქსირა და ორი კილოგრამით აჯობა უზბეკ აკბარ ჯურაევს (404 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბელარუსმა იაუჰენი ციხანცოვმა მოიპოვა, რომელმაც 402 კგ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11589