პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა ნახევარფინალში გასვლა შეძლო.
ქართველი ფალავანი ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს და მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი, მურაზ მჭედლიძე 4 წუთზე ნაკლებ დროში სუფთად, 11:0 დაამარცხა.
მანამდე, მერვედფინალში ქართველი მოჭიდავე სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს შეხვდა, რომელიც ასევე სუფთად, 12:2 დაამარცხა. მაჭარაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდება. ნახევარფინალური სესია 20:15 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.