სხვა

13:00 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეთიოპიელმა მორბენალმა მარათონი ოლიმპიური რეკორდით მოიგო

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონული რბენა გაიმართა, რომელიც ეთიოპიელმა ტამირატ ტოლამ მოიგო.

32 წლის მორბენალმა დისტანცია 2:06:26 საათში დაფარა, რითაც არამარტო ოქროს მედალი მოიგო, არამედ ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა.

მეორე ადგილზე ბელგიელი ბაშირ აბდი გავიდა (92:06:47), ხოლო ბრინჯაოს მედალი კენიელმა ბენსონ კიპრუტომ დაისაკუთრა, რომელმაც ფინიშის ხაზი სტარტიდან ზუსტად 2 საათსა და 7 წუთში გადაკვეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120272