ლევან შენგელია კარიერას „ოფიში“ გააგრძელებს. ბერძნული კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ლევანმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შენგელია ბოლო ორი წელი „პანეთოლიკოსში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ლეუვენის“, „ქონიასპორის“, „დინამო თბილისის“, „ტუბიცეს“, „ტეჯონის“, „კოლხეთის“, „ტორპედოს“ და „დილას“ რიგებში ირჯებოდა.