ჭიდაობა

21:08 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია!

გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია! თავისუფალ ჭიდაობაში 125 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოლიმპიური თამაშების ფინალში გასვლა.

გენომ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი ძალიან დამაჯერებლად 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე მედალი გაინაღდა, რადგან 2016 წელს ბრინჯაო მოიპოვა, 2021 წელს ვერცხლი, ახლა კი, გასარკვევია რომელი ხარისხის მედალს დაისაკუთრებს.

პეტრიაშვილი ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 10 აგვისტოს გაიმართება.

ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ძალიან ადვილად, სუფთად 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 აჯობა.

მოგეხსენებათ, გენო პეტრიაშვილი 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი (პლუს 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (პლუს 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო როგორც უკვე ვთქვით, ოლიმპიადაზე 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში კი - ვერცხლი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115468