„პარი სენ-ჟერმენმა ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ეკვადორელი მცველი ვილიან პაჩო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პაჩომ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. პსჟ-მ „აინტრახტს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.
ვილიან პაჩომ გასულ სეზონში „აინტრახტში“ 44 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი, „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“ და „ანტვერპენის“ ღირსებას იცავდა.