სხვა

16:58 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიეტუველმა სპორტსმენმა მამამისის მიერ 20 წლის წინ დამყარებული ოლიმპიური რეკორდი დაამხო

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლიეტუველმა ბადროს მტყორცნელმა მიკოლას ალეკნამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მან ბადრო 69.97 მეტრზე ისროლა, რითაც ოლიმპიური რეკორდი დაამყარა (იმ მომენტისთვის) და რაც ყველაზე საინტერესოა, გააუმჯობესა მამამისის, ვირგილიუს ალეკნას დამყარებული ოლიმპიური რეკორდი, რომელიც ძალაში 20 წელი იყო.

უფროსმა ალეკნამ 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე დაამყარა ოლიმპიური რეკორდი, რომელიც მას 20 წლის შემდეგ შვილმა მოუხსნა.

თუმცა, მიკოლას ალეკნას რეკორდი ძალაში დიდი ხანი ვერ დარჩა, რადგან მალევე როჟე სტონამ 70 მეტრზე ისროლა და ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. შესაბამისად, ოქროს მედალიც მას ერგო, ხოლო ლიეტუველი სპორტსმენი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

1.294273