სხვა

15:44 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილიას მსგავსად ალექსანდრე თოფურიაც: ქართველმა მებრძოლმა UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმამ ალექსანდრე თოფურიამ სოციალურ ქსელში პოდტი განათავსა. მან დაწერა, რომ ორგანიზაციასთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და რინგზე მასაც ვიხილავთ.

"მოგესალმებით ყველას! როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი პირადი მიზანი და გამოწვევა, ჩემი ძმის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება იყო. მე მისი პირადი მწვრთნელის პოზიციას ვიკავებდი და მადლობა ღმერთს, მიზანი მიღწეულია.

ამაყი და მადლიერი ვარ ჩემი ძმის მონაპოვარით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები.
ამავდროულად, ჩემს გონებასა და გულში ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა, ამიტომაც არ გავჩერებულვარ, არ შემიწყვეტია ჩემი საქმის კეთება ამჯერად უმაღლეს ლიგაში გადავინაცვლებ.

მინდა გაცნობოთ, რომ ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი “Ultimate Fighting Championship”- თან. ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი გზის ნაწილი იყო", - დაწერა ალექსანდრე თოფურიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ილია თოფურიამ მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრე ვოლკანოვსკის მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა. ვოლკანოვსკის ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული და კარიერაში პირველად დამარცხდა. თოფურიასთვის კი ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია.

ქართველი მებრძოლის მომავალი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება, ეს ბრძოლა 26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114427