ჭიდაობა

15:16 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში (125 კგ) გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი დამაჯერებლად, 9:2 დაამარცხა. გენოს მეტოქე ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი გიორგი მეშვილდიშვილი იქნება. ნახევარფინალური სესია დღეს, თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება.

მეოთხედფინალამდე ქართველმა ფალავანმა, რომელიც 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო ოლიმპიადაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელია, მერვედფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ძალიან ადვილად, სუფთად 11:0 დაამარცხა.

ჯერჯერობით, ჭიდაობაში საქართველო მედლის გარეშეა, რადგან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში გუშინ ვლადიმერ გამყრელიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113644