ჭიდაობა

14:34 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) წარმატებული სტარტი აიღო.

ქართველმა ფალავანმა, რომელიც 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო ოლიმპიადაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელია, მერვედფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი ძალიან ადვილად, სუფთად 11:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გენოს მომდევნო მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.

ჯერჯერობით, ჭიდაობაში საქართველო მედლის გარეშეა, რადგან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში გუშინ ვლადიმერ გამყრელიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

0.113423