კალათბურთი

22:31 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის ფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ვენსან კოლეს გუნდა მეტოქეს ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 73:69 აჯობა. გერმანელებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 25:18 მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ ფრანგებმა მოიპოვეს უპირატესობა და მიზანსაც მიაღწიეს.

საფრანგეთის ნაკრებს გერშონ იაბუსელემ 17 და ისაია კორდინიემ 16 ქულით ულიდერეს, ხოლო გერმანელთა შორის საუკეთესო დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.

საფრანგეთი ფინალში ოქროს მედლისთვის ითამაშებს, ხოლო გერმანიას ბრინჯაოსთვის მოუწევს ბრძოლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117714