თბილისის „იბერიამ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ბაშაკშეჰირთან“ პირველი მატჩი წააგო.
„მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა, სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ უშანსოდ არც ლევან კორღალიძის გუნდი ყოფილა, რომელიც ცდილობდა კონტრშეტევებზე ეპოვა თავისი შანსი.
თუმცა, „იბერიას“ შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა. სამაგიეროდ, გიორგი მაკარიძე იყო შესანიშნავი, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი. გამოცდილმა მეკარემ 87-ე წუთზე ვერაფერი გააწყო, როცა დევიდსონმა ანგარიში გახსნა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამრიგად, „ბაშაკშეჰირმა“ უპირატესობა მოიპოვა, საპასუხო მატჩი კი, ერთ კვირაში სტამბოლში გაიმართება.