ფეხბურთი

21:10 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაროკომ პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის ოლიმპიადაზე მაროკოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მაროკოელებმა ეგვიპტის ნაკრები 6:0 გაანადგურეს.

მაროკომ მთელი ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მედლის მოპოვება დამსახურებულად მოახერხა. ეგვიპტესაც არანაირი შანსი არ მისცა. დუბლი შეასრულა სოფიან რაჰიმიმ, ერთი ბურთი აშრაფ ჰაკიმის აქტივშიცაა.

შეგახსენებთ, რომ ფინალში 9 აგვისტოს, საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან.

0.117498