ჭიდაობა

20:38 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

9 აგვისტოს ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

9 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი გამოვა, მაგრამ მედლის კანდიდატი - გენო პეტრიაშვილი.

თავისუფალ ჭიდაობაში 125 კგ წონით კატეგორიაში გენო ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში ქართველი ფალავანი ყაზახ იუსუპ ბატირმურზაევს ან პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდება. პეტრიაშვილის პირველი შეხვედრა 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია, გარდა ამისა, ორჯერ ვერცხლის და სამჯერ ბრინჯაოს მფლობელია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ქართველს მოგებული აქვს ოლიმპიადაზე ოქროს გარდა ორივე სინჯის მედალიც - 2016 წელს ბრინჯაო და 2021 წელს - ვერცხლი. ტოკიოში მან მოგებული ფინალი დრამატულად წამებში წააგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120428