პარიზის ოლიმპიადაზე სტარტი აიღო ასპარეზობამ თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს.
პირველი შეჯიბრში 86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე ჩაერთო, რომელმაც მერვედფინალში უზბეკ ჯავრაილ შაპიევთან უბრალოდ უშანსოდ, 1:5 წააგო. თავის მხრივ, შაპიევმა მეოთხედფინალში მარცხი განიცადა და გამყრელიძემ რეპეშაჟიდან ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა. ასე რომ, მან გამოსვლა დაასრულა.
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს კიდევ სამი წარმომადგენელი ჰყავს - გოდერძი ძებისაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი, რომლებიც 9-10 აგვისტოს იჭიდავებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).