ჭიდაობა

13:28 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

1996 წლის შემდეგ პირველად საქართველო ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უმედლოდ დარჩა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პარიზის ოლიმპიადაზე საქართველო უმედლოდ დარჩა, რაც 1996 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძეს ჰქონდა ბრინჯაოს მედლის შანსი, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

გობაძემ პარიზის ოლიმპიადაზე მერვედფინალში ალჟირელი ბაშირ სიდ აზარა უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა (3:8), მაგრამ ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, ლაშა რეპეშაჟში გადავიდა, სადაც პირველ შეხვედრაში დანიის წარმომადგენელ ტურპალ ბისულტანოვს შეხვდა, რომელთანაც 0:6 წააგო და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველო ოლიმპიადაზე 3 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი. რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) მერვედფინალში დამარცხდნენ, შედეგად, ისინიც უმედლოდ დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

0.135155