პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა გობაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა (3:8), მაგრამ ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, ლაშა 8 აგვისტოს რეპეშაჟში გამოვა, სადაც პირველ შეხვედრაში დანიის წარმომადგენელ ტურპალ ბისულტანოვს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უნგრელ დავიდ ლოშონჩის დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება გობაძეს მედლის მოსაპოვებლად.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველო ოლიმპიადაზე 3 მოჭიდავითაა წარმოდგენილი. რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) მერვედფინალში დამარცხდნენ, შედეგად, უმედლოდ დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).